ესკიმოსები
From Wikipedia, the free encyclopedia
ესკიმოსები — ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის, ჩრდილო ალასკის და კანადის აბორიგენი მოსახლეობა.
ესკიმოსები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან — იუპიკები და ინუიტები. ამ ჯგუფებთან ახლო კავშირშია უნანგამის კულტურის მატარებელი ხალხი - ალეუტები. იუპიკები ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში და ალიასკაში არიან გავრცელებულნი, ხოლო ინუიტები კანადაში და გრენლანდიაში. ანთროპოლოგიურად ესკიმოსები არქტიკულ მონგოლოიდებს მიეკუთვნებიან.