ესპანეთის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის გერბი - ესპანეთის სამეფოს ოფიციალური სიმბოლო. ესპანეთის თანამედროვე გერბი დამტკიცებულია კანონით [1] 1981 წელს, როდესაც თანამედროვე გერბმა შეცვალა ფრანკოსებრი. ესპანეთის გერბი ასევე გამოიყენება ესპანეთის დროშაზეც. ესპანეთის გერბი სამ ალეგორიულ სიმბოლოს შეიცავს - ფარი, ესპანეთის უძველეს სამეფოს ასახიერებს; გვირგვინი მეფის მმართველობას; ხოლო კოლონები - ჰერკულესის ბოძებს, მსოფლიოს დასასრულს, თუმცა გარდა ძირითადი ალეგორიებისა ესპანეთის გები შეიცავს დამატებით სიმბოლოებსაც, რომლებიც ესპანეთის შემადგენელი მხარეების გერბებია.