ესპანეთის სუვერენული ტერიტორიები
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის სუვერენული ტერიტორიები (ესპ. Plazas de soberanía) — არის პატარა ტერიტორიული ერთეულების ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში, ამ ტერიტორიას ესპანეთი აკონტროლებს მაგრამ ის არ შედის ავტონომიურ გაერთიანებაში.
აქ არსებულ ესპანურ ადგილებს არაოფიციალურად უწოდებენ დიდ და მცირე ტერიტორიებს.
"დიდი ტერიტორია" - არის სეუტა და მელილია, რომლებიც ავტონომიური ქალაქის სტატუს ატარებენ, ეს ქალაქები სარგებლობენ უფრო დიდი ავტონომიით, ვიდრე ესპანეთის მუნიციპალიტეტები.
"მცირე ტერიტორია" - არის პატარა კუნძულების ჯგუფი მაროკოს სანაპირო ზოლის სიახლოვეს. ეს ტერიტორიები სადავოა მაროკოსა და ესპანეთს შორის, სწორედ ამიტომ აქ სამხედრო გარნიზონები დგას.
როგორც ესპანეთში ისევე აქ მთავარი ვალუტა არის ევრო.