ესტონეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ესტონეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ასევე ესტონეთის ხალხთა მანიფესტი (ესტ. Manifest Eestimaa rahwastele) — 1918 წელს დაარსებული ესტონეთის რესპუბლიკის ფუნდამენტური აქტი. რეველში დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - 24 თებერვალი - აღნიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული ან, როგორც ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე.
სწრაფი ფაქტები ესტონეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, დეტალები ...
ესტონეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია | |
---|---|
დეტალები | |
გამოქვეყნების თარიღი | 23 თებერვალი, 1918 |
დახურვა
დეკლარაციის პროექტი შეიმუშავა ესტონეთის ხსნის კომიტეტმა. თავდაპირველად დამოუკიდებლობის გამოცხადება იგეგმებოდა 21 თებერვალს, მაგრამ მოგვიანებით გადაიდო 23 თებერვლის საღამოსთვის. მანიფესტი ხმამაღლა წაიკითხეს ესტონეთის ქალაქ პიარნუში, თეატრ ენდლაში. მომდევნო დღეს 24-ში მანიფესტი დაიბეჭდა და გავრცელდა რეველში (ტალინი)[1][2].