ეშლი ოლსენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეშლი ფულერ ოლსენი (ინგლ. Ashley Fuller Olsen; დ. 13 ივნისი, 1986) — ამერიკელი მსახიობი, დიზაინერი, ბიზნესმენი, პროდიუსერი და ავტორი. მან თავისი სამსახიობო კარიერა დაბადებიდან 1 წლის შემდეგ დაიწყო. თავის ტყუპ დასთან მერი-კეიტ ოლსენთან ერთად გადაიღეს ამერიკულ სატელევიზიო სერიალში, „Full House“-ში (1987-1995).
ეშლი ოლსენი | |
---|---|
ეშლი ოლსენი 2011 წელს | |
დაბადების სახელი | ეშლი ფულერ ოლსენი |
დაბადების თარიღი |
13 ივნისი, 1986 (1986-06-13) (37 წლის) ლოს-ანჯელესი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | დიზაინერი, ავტორი, მსახიობი, პროდიუსერი, ბიზნესმენი |
აქტიური |
1987–2004 (მსახიობი) 2004–დღემდე (პროდიუსერი) |
ჯილდოები |
მერი-კეიტ ოლსენი (ტყუპი) ელისაბედ ოსლენი(და) |
ტყუპებმა ერთად კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორისაა: „Passport to Paris“ (1999), „Our Lips Are Sealed“ (2000), „Winning London“ (2001), „დასვენების დღეები“ (2001), და სატელევიზიო სერიალი „So Little Time“, რომელშიც მონაწილეობით იგი ნომინირდა ემი ჯილდოზე. დები ერთად გადაიღეს რამდენიმე ვიდეო ფილმში, მათ შორისაა „Getting There“ (2002), „ერთხელ რომში“ (2002), „გამოწვევა“ (2003), „ჩარლის ანგელოზები:სავსე ხახა“ (2003). ბოლო ფილმში სადაც ერთად მიიღეს მონაწილეობა ამერიკული კომედიაა, „ნიუ-იორკის გაელვება“ (2004). ოლსენმა შემდგომ მარტომ განაგრძო თავისი სამსახიობო კარიერა და რამდენიმე ფილმში და სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა. მისი სამსახიობო კარიერა 2011 წელს ფილმ „საშიშად ლამაზი“-ში მონაწილეობით დასრულდა.
2012 წლის მარტში, ტყუპებმა, მერი-კეიტმა და ეშლი ოლსენმა აღნიშნეს რომ მათ სამსახიობო კარიერის დასრულება და მოდის ინდუსტრიაში შესვლა სურთ. მერი-კეიტმა და ეშლიმ ტანსაცმლის ბრენდი „The Row“ დააფუძნეს და უფრო ხელმისაწვდომი ბრენდის ხაზები „Olsenboye“ და „StyleMint“[1]. ისინი ახლა ამერიკელი დიზაინერების საბჭოს წევრები არიან.