ვალეტა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვალეტა (მალტ. Belt Valletta, ინგლ. Valletta) — მალტის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის მთავარი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 2014 წელს ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 6444-ს შეადგენდა. ვალეტა ნიქოზიის შემდეგ ევროპის ყველაზე სამხრეთით მდებარე დედაქალაქია. ქალაქის ფართობი 0,61 კმ²-ია, რითაც ეს უკანასკნელი ევროკავშირის ყველაზე პატარა დედაქალაქია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვალეტა Belt Valletta / Città Umilissima | |||||
| |||||
ქვეყანა | მალტა | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 35°53′52″ ჩ. გ. 14°30′45″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Alfred Zammit | ||||
დაარსდა | 1566 | ||||
ფართობი | 0.8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 56±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 6,300 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 7,491 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 356 | ||||
საფოსტო ინდექსი | VLT | ||||
ოფიციალური საიტი | cityofvalletta.org | ||||
ქალაქს სახელი ფრანგი დიდგვაროვნის, მალტის ორდენის 49-ე დიდი მაგისტრის, ჟან პარისოტ დე ვალეტეს პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც 1565 წელს კუნძული ოსმალთა შემოჭრისგან დაიცვა.
ქალაქის XVI საუკუნით დათარიღებული ნაგებობები ჰოსპიტალიერთა ორდენის მიერაა აშენებული. ვალეტის არქიტექტურული იერსახე ბაროკოს სტილისაა, ნეოკლასიციზმისა და მოდერნიზმის ელემენტებით. ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა მეორე მსოფლიო ომმა, მის შედეგად განადგურებულ ნაგებობებს შორის გამოირჩეოდა სამეფო ოპერის შენობა. ვალეტა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 1980 წელს შევიდა.[1]