ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში (მთაწმინდის რაიონი). დგას ზემო ვერის სასაფლაოს ტერიტორიაზე (გურამ რჩეულიშვილის ქუჩა).
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°42′06″ ჩ. გ. 44°46′41″ ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | მთაწმინდის რაიონი |
ადგილმდებარეობა | თბილისი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | XIX საუკუნე |
დახურვა
ეკლესია აგებულია XIX საუკუნის 70-80-იან წლებში. გეგმით ცენტრალურგუმბათოვანია. კედლები აგურითაა ნაშენი, გუმბათი ქვისაა. თავდაპირველად ღვთისმშობლის სახელობის იყო. საბჭოთა პერიოდში ეკლესია გაუქმდა, 1989 წელს კვლავ აღდგა და იკურთხა წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელზე.