ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/ჯეინ ოსტინი
From Wikipedia, the free encyclopedia
თარგი:Distinguish თარგი:Pp-move-indef თარგი:Good article თარგი:EngvarB თარგი:Use dmy dates თარგი:Infobox writer ჯეინ ოსტინი (/ˈɒstɪn, ˈɔːs-/; 16 დეკემბერი 1775 – 18 ივლისი 1817) იყო ინგლისელი რომანისტი, რომელსაც ექვსმა ძირითადმა რომანმა მოუხვეჭა სახელი. ისინი მე-18 საუკუნის დასასრულის დიდ ბრიტანეთზე მოგვითხრობენ. ოსტინის სიუჟეტები იკვლევს ქალთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ხაზს უსვამს, რომ ქორწინების გარეშე ქალებისათვის რთულია სოციალური მდგომარეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევა. მისი რომანები განსხვავდება მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელებული „სენტიმენტალური რომანებისაგან“ და მე-19 საუკუნის რეალიზმისაკენ გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს. მისმა მწარე ირონიამ, რეალიზმს, იუმორსა და სოციალურ დაკვირვებასს შეზავებულმა, სახელი გაუთქვა ჯეინ ოსტინს არა მარტო კრიტიკოსებისა და მკვლევარების წრეებში, არამედ ფართო აუდიტორიასთანაც.
•
პროექტს ერთობლივად ახორციელებს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი, თიბისი ბანკი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ პროექტის გვერდი.
რომანების - „გრძნობა და გონება“ 1811), „სიამაყე და წინაგანწყობა“ (1813), „მენსფილდ პარკი“ (1814) და „ემა“ (1816) - გამოქვეყნების შემდეგ, მას მწერლური წარმატება ხვდა წილად. ოსტინმა კიდევ ორი რომანი დაწერა, „ნორთანგერის სააბატო“ და „დარწმუნება“, რომლებიც 1818 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, და დაიწყო მესამე - „სანდიტონი“, თუმცა მისი დასრულება ვეღარ მოასწრო. მას ასევე დატოვა ახალგაზრდობისდროინდელი ჩანაწერების სამი ტომი, მოკლე ეპისტოლარული რომანი „ლედი სიუზანი“, და კიდევ ერთი დაუმთავრენელი რომანი, „უოტსონები“. ოსტინის ექვსი დასრულებული რომანი მუდმივად იბეჭდება, თუმცა, თავის დროზე, ანონიმურად გამოქვეყნდა და ავტორის სიცოცხლეში დიდება და შემოსავალი თითქმის არ მოუტანია.
ჯეინ ოსტინის რომანების ბედი შემოტრიალდა 1833 წელს, როდესაც ისინი რიჩარდ ბენთლის „სტანდარტული რომანის“ სერიაში დაიბეჭდა, ფერდინან პიკერინგის ილუსტრაციებით, და კომპლექტად გაიყიდა. ისინი ნელ-ნელა გაიცნო მკითხველთა ფართო წრემ. 1869 წელს, მისი სიკვდილიდან ორმოცდათორმეტი წლის შემდეგ მისმა ძმისშვილმა გამოაქვეყნდა „ჯეინ ოსტინის მოგონება“ და ამ წიგნით ენთუზიაზმით სავსე საზოგადოებას ჯეინ ოსტინის მწერლური კარიერა და მოვლენებით არცთუ სავსე ცხოვრება გააცნო. ოსტინს ბევრი კრიტიკული ნაშრომი და ანთოლოგია მიეძღვნა. მისი რომანების მიხედვით გადაღებულია არაერთი ფილმი, 1940-იანი წლების „სიამაყე და წინაგანწყობა“-დან დაწყებული, უფრო გვიანდელით დასრულებული: „გრძნობა და გონება“ (1995), „ემა“ (1996), „მენსფილდ პარკი“ (1999), „სიამაყე და წინაგანწყობა“ (2005), „სიყვარული და მეგობრობა“ (2016) და „ემა“ (2020).