ვიტელსბახები
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიტელსბახები (გერმ. Wittelsbach) — გერმანული ფეოდალური გვარი, რომელიც XII საუკუნის დასაწყისიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე მართავდა ბავარიას, კურპფალცს, ასევე რამდენიმე სხვა ახლომდებარე მიწას. გვარმა სახელწოდება მიიღო ვიტელსბახის ციხე-სიმაგრისგან, რომელიც XIII საუკუნის დასაწყისში მდინარე ზალეზე იდგა, ზემო ბავარიაში. პირველი ვიტელსბახები იყვნენ მეისენის მარკგრაფები და თიურინგიის ლანდგრაფები. ჰაინრიხ ლომის დაცემის შემდეგ (1180) განმტკიცდნენ ბავარიისა საჰერცოგოში.