ზესტაფონი (საფეხბურთო კლუბი)
ქართული საფეხბურთო კლუბი / From Wikipedia, the free encyclopedia
„ზესტაფონი“ — საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზესტაფონიდან, შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს, „ზესტაფონის“ მთავარი გუნდი ჩაერთო საქართველოს XIV-ე ეროვნულ ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზესტაფონი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ზესტა, ფეროელები, მარგველები | |||
დაარსდა | 18 ივნისი, 2004 | |||
სტადიონი |
დავით აბაშიძის სტადიონი ზესტაფონი, საქართველო (ტევადობა: 4600) | |||
მწვრთნელი | გია გეგუჩაძე | |||
კაპიტანი | ჯაბა დვალი | |||
ლიგა | ლიგა 3 | |||
ლიგა 3 (2022) |
მე-15 ადგილი (დაქვეითდა) საიტი = http://fczestafoni.ge | |||
|
სადღეისოდ, საფეხბურთო კლუბის სისტემაში მთავარ გუნდთან ერთად შედიან: „ზესტაფონი–2“ (საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დუბლიორთა ტურნირის მონაწილე) და ჭაბუკთა გუნდები.
საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ გარემონტდა დავით აბაშიძის სტადიონი, დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, მინდორზე დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, მიმდიანრეობს კლუბის ბაზის მშენებლობა და ა. შ.