ზღვის კურდღელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზღვის კურდღელი, ლახტაკი (Erignathus barbatus) — ფარფლფეხიანი ნამდვილ სელაპისებრთა ოჯახისა. მისი სხეულია სიგრძეა 2,2-2,6 მ, წონა — 225-360 კგ. აქვს რუხ-ყავისფერი ბალანი და ზოგჯერ ზურგზე ღია ფერის ლაქები. ბინადრობს ატლანტიკის არქტიკულ რაიონებში, თეთრ, ბარენცის, კარის, ჩუკოტკის, ბერინგისა და ოხოტის ზღვებში. ცხოვრობს, ჩვეულებრივ, ერთეულებად, წყალმარჩხ ადგილებში. მრავლდება გაზაფხულზე მოდრეიფე ყინულზე. იკვებება ფსკერის უხერხემლოებით, იშვიათად — თევზით. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.
სწრაფი ფაქტები ზღვის კურდღელი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ზღვის კურდღელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Erignathus barbatus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 8010 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა