იაპონიის საგარეო ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
იაპონიის საგარეო ურთიერთობებს (日本の国際関係, Nihon no kokusai kankei) იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. იაპონიას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, გარდა ჩრდილოეთი კორეისა, ასევე გაეროს დამკვირვებელ სახელმწიფოსთან, წმინდა საყდართან, ისევე, როგორც კოსოვოსთან, კუკის კუნძულებთან და ნიუესთან.
იაპონიის საგარეო ურთიერთობები XIV საუკუნიდან იწყება. იაპონია გლობალურ ურთიერთობებში 1854 წლიდან ჩაერთო, როცა აშშ-სთან კანაგავის კონვენცია დადო. იაპონიამ სწრაფად მოახდინა ჯარის მოდერნიზაცია და ძლიერი სამხედრო ძალები შექმნა. იგი მახლობელი ტერიტორიების გაკონტროლებისთვის იბრძოდა და მთავარი ომები რუსეთთან და ჩინეთთან ჰქონდა. იაპონია აკონტროლებდა ჩინეთის ნაწილებს, მანჯურიას, ისევე, როგორც კორეას და კუნძულებს, როგორებიცაა ტაივანი და ოკინავა. იაპონიამ ტერიტორიები მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა. ოკუპაციის დასრულების შემდეგ დიპლომატიური პოლიტიკა აშშ-სთან ახლო პარტნიორობითა და სავაჭრო პარტნიორების ძიებით ხასიათდებოდა. ცივი ომის დროს იაპონიის დემილიტარიზაცია მოხდა, თუმცა ის აშშ-ის მოკავშირე იყო საბჭოთა კავშირთან კონფრონტაციისას. იაპონიამ დიდი როლი ითამაში კორეის ომში (1950-1953). 1960-1970-იან წლებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემდეგ იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდა.
1990-იან წლებში იაპონია გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა და ჯარები გაგზავნა: კამბოჯაში, მოზამბიკში, გოლანის მაღლობებსა და აღმოსავლეთ ტიმორში.[1]