იაპონიის ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
2017 წელს იაპონიას 28.69 მილიოი საერთაშორისო ტურისტი ეწვია.[1] ქვეყანაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 21 ძეგლი მდებარეობს, მათ შორის: ჰიმეძის ციხესიმაგრე, ანტიკური კიოტოსა და ნარის ისტორიული ძეგლები. ტურისტთათვის განსაკუთრებით პოპულარულია: ტოკიო და ჰიროშიმა, ფუძიამა, სამთო კურორტები, როგორიცაა ნისეკო ჰოკაიდოზე, ოკინავის პრეფექტურა, ასევე სინკანსენით მგზავრობა და იაპონიის ტრადიციული სასტუმროებისა და ცხელი წყლების უპირატესობებით სარგებლობა.
მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მოხსნების მიხედვით იაპონია მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზე იმყოფება, რაც აზიის ქვეყნებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. იაპონიამ თითქმის ყველა ასპექტში მაღალი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით:ჯანმრთელობისა და ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და დაცულობის, კულტურულ რესურსებისა და ბიზნეს მოგზაურობის ასპექტებში.[2]