იეზდი
From Wikipedia, the free encyclopedia
იეზდი (სპარს. یزد) — ქალაქი ირანში, იეზდის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 1,074,428 ადამიანი. არის რკინიგზის სადგური და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქ ისპაანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაშორებულია 270 კმ-ში. იეზდი ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, თავისი მკვეთრად აღმოსავლური სტილის მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, ბაზრებით, აბანოებითა და ალიზით ნაშენი სახლებით. ზოროასტრები მუსლიმებისგან განსხვავებულ, ფერად ტანისამოსს ატარებენ. იეზდი მოინახულა მარკო პოლომ, რომლის 1272 წლის ნაამბობით ეს იყო აყვავებუული ქალაქი აბრეშუმის განვითარებული წარმოებით.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
იეზდი სპარს. یزد | |
ქვეყანა | ირანი |
კოორდინატები | 31°53′50″ ჩ. გ. 54°22′04″ ა. გ. |
ფართობი | 131.551 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1216 მ |
მოსახლეობა | 1,074,428 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+03:30 |
სატელეფონო კოდი | 0351 |
ოფიციალური საიტი | yazd.ir |
დახურვა