ინგლისის პრემიერლიგა 2014-2015
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის პრემიერლიგა 2014-15 — ინგლისის პრემიერლიგის 23-ე გათამაშება (1992 წლიდან). სეზონი დაიწყო 2014 წლის 16 აგვისტოს, ხოლო დასრულდა 2015 წლის 24 მაისს. ტურნირის გამარჯვებული გახდა ლონდონის „ჩელსი“, რომელმაც ტიტული მეოთხედ მოიგო. [1][2][3][4][5][6][7][8][9][10][11][12][13][14] მეორე ადგილი დაიკავა მანჩესტერ სიტიმ, რომელიც ჩემპიონს რვა ქულით ჩამორჩა.
ინგლისის პრემიერლიგა 2014-2015 ინგლ. 2014–15 Premier League | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | ინგლისი, უელსი |
ქალაქები | 13 |
სტადიონები | 20 |
ტურნირის ვადები | 16 აგვისტო, 2014 – 24 მაისი, 2015 |
მონაწილე | 20 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ჩელსი |
მეორე ადგილი | მანჩესტერ სიტი |
მესამე ადგილი | არსენალი |
მეოთხე ადგილი | მანჩესტერ იუნაიტედი |
ტურნირის სტატისტიკა | |
მატჩები | 380 |
გოლები | 975 (2.57 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | სერხიო აგუერო (26 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | ედენ აზარი |
სეზონის დასრულების შემდეგ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მან კარიერაში მესამედ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ამ შედეგით იგი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა არსენ ვენგერთან ერთად.
სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება ედენ აზარს მიენიჭა, კურტ ზუმა კი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.[15][16][17]
ოსკარის გოლი „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ კარში სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.