იოანე ოქროპირი
From Wikipedia, the free encyclopedia
იოანე ოქროპირი (ბერძ. Ἰωάννης ὁ Χρυσόστομος; დ. დაახლ. 349, ანტიოქია — გ. 14 სექტემბერი, 407, კამანი, დასავლეთ საქართველო) — ქრისტიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე ოქროპირი (მრავალმნიშვნელოვანი). |
არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წმინდა მამა, ქრისტიანულ ეკლესიაში. იგი არის ცნობილი თავისი მჭევრმეტყველებითი ქადაგებებით და საზოგადო საუბრებით. იგი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა როგორც საეკლესიო, ისე საერო პირებს, რომლებიც უღირსად იყენებდნენ თანამდებობას. ასევე „იოანე ოქროპირის ლიტურგიით“ და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით. მისი გარდაცვალების შემდგომ 407 წელს (ზოგი წყაროს თანახმად) მას მიენიჭა სახელი Χρυσόστομος (ხრისოსტომოს), ბერძნულად, რაც ნიშნავს „ოქროპირს.“
მართლმადიდებლური ეკლესია და კათოლიკური ეკლესია პატივს მიაგებენ მას როგორც წმინდანს. ერთ-ერთია სამ წმინდა მამათაგან, წმინდა ბასილი დიდსა და წმინდა გრიგოლ ნაზიანზელთან ერთად.
წმინდა იოანე საქრისტიანოში უმთავრესად ცნობილია როგორც მქადაგებელი, თეოლოგი და ლიტურგოლოგი. მისი ქადაგებებიდან რვა მიიჩნევა საკამათოდ მიმართული იუდაისტური ქრისტიანების მიმართ, თავისი გავლენით ქრისტიანობის და ქრისტიანული ანტისემიტიზმზე.