იორდანიის საგარეო ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
იორდანიის საგარეო ურთიერთობები პროდასავლური საგარეო პოლიტიკით ხასიათდება. იორდანიას ახლო ურთობები აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან, თუმცა ამ ქვეყნებთან ურთიერთობებზე დიდი გავლენა იქონია სპარსეთის ყურის მეორე ომის დროს იორდანიის ნეიტრალურმა პოზიციამ და ერაყთან ურთიერთობების შენარჩუნებამ. ომის დასრულების შემდეგ იროდანიამ დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობები მეტწილად გამოასწორა.
1994 წლის 25 ივლისს იორდანიამ ვაშინგტონში ისრაელთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. იორდანიასა და ისრაელს შორის ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას იმავე წლის 26 ოქტომბერს მოეწერა ხელი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და სახელმწიფო მდივანი უორენ ქრისტოფერიც ესწრებოდნენ. აშშ ისრაელსა და იორდანიას შორის სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რომლის დროსაც მთავარ საკითხებს შორის იყო: წყლის განაწილება და უსაფრთხოება, იორდანიის რიფტული ხეობის განვითარებაში თანამშრომლობა, ინსტრასტრუქტურული პროეტები, სავაჭრო, ფინანსებისა და საბანკო საკითხები.
2013 წელს აშშ-მ დაამტკიცა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა Timber Sycamore, რომელიც იორდანიაში სირიელი აჯანყებულების გაწვრთნასა და შეიარაღებას გულისხმობს.[1]
იორდანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მისი სააგენტოების: სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური წევრია. იორდანი არის მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისლამური თანამშრომლობის საბჭოს, მიუმხრობლობის მოძრაობისა და არაბული ქვეყნების ლიგის წევრი.