ირაკლი ლაბაძე
From Wikipedia, the free encyclopedia
ირაკლი ლაბაძე (დ. 9 ივნისი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი 42-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების ყოფილი წევრი.
ქვეყანა (სპორტი) | საქართველო |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | თბილისი, საქართველო |
დაიბადა |
9 ივნისი, 1981 (1981-06-09) (42 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
სიმაღლე | 188 სმ. |
პროფესიონალი | 1998 |
კარიერა დაასრულა | 2010 |
თამაში | მემარცხენე |
ფულადი პრიზი | 1,234,668 აშშ დოლარი |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 50–83 (37.59%) |
ტიტულები კარიერაში | 0 ATP-ის რანგის ტურნირი |
უმაღლესი რეიტინგი | 42-ე (5 ივლისი, 2004) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 1რ (2002, 2003, 2004, 2005) |
საფრანგეთის ღია პირველობა | 2რ (2002, 2004) |
უიმბლდონი | 4რ (2006) |
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (2002, 2004) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 27–34 (44.26%) |
ტიტულები კარიერაში | 0 ATP-ის რანგის ტურნირი |
უმაღლესი რეიტინგი | მე-100 (29 ოქტომბერი, 2001) |
მიმდინარე რეიტინგი | 514-ე (21 მარტი, 2016) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 2რ (2005) |
საფრანგეთის ღია პირველობა | 1რ (2004) |
უიმბლდონი | 3რ (2006) |
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (2004) |
ბოლოს განახლდა: 15 თებერვალი, 2018. |
ლაბაძე დიდი სლემის ახალგაზრდულ ტურნირებზე წარმატებით გამოდიოდა. 1998 წელს, იგი უიმბლდონის ახალგაზრდული ტურნირის ერთეულთა ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მომავალ პირველ ჩოგანთან და უიმბლდონის 8-გზის გამარჯვებულთან – შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან ორ სეტში დამარცხდა: 4–6, 4–6[1]. რამდენიმე თვით ადრე, ირაკლიმ ხორვატ ლოვრო ზოვკოსთან საფრანგეთის ღია პირველობის ახალგაზრდული ტურნირი მოიგო წყვილებში.
პროფესიონალური კარიერა ლაბაძემ იმავე წელს დაიწყო. დიდი სლემის ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგი, არის 2006 წლის უიმბლდონის მეოთხე რაუნდში გასვლა, სადაც 2004 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონის – არგენტინელი გასტონ გაუდიოს და ამერიკელი მარდი ფიშის ძლევის შემდეგ, იგი მომავალში უიმბლდონის ორ გზის გამარჯვებულთან – ესპანელ რაფაელ ნადალთან სამ სეტში დამარცხდა: 3–6, 6–7(4–7), 3–6[2].
მასტერსის ტურნირებიდან, ლაბაძის საუკეთესო შედეგია ინდიან უელსის ნახევარფინალში გასვლა 2004 წელს, სადაც ბრიტანელ ტიმ ჰენმენთან ორ სეტში წააგო[3]. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს ყოფილ პირველი ჩოგანს, ესპანელ კარლოს მოიას და ყოფილ მეოთხე ჩოგანს, ამერიკელ ჯეიმზ ბლეიკს სძლია.
ლაბაძემ კარიერა 2010 წელს დაასრულა.