ისავრიელთა დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
ისავრიელთა დინასტია სირიელთა დინასტია – ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია, მეფობდნენ 717-802 წლებში. სახელი ეწოდა დინასტიის დამფუძნებლის ლეონ III „ისავრიელის“ მიხედვით, თუმცა როგორც შემდეგ დადგინდა ლეონ III სირიელი იყო და არა ისავრიელი. ისავრიელთა დინასტიის მმართველობის დროს იმპერიის მდგომარეობა საგრძნობლად განმტკიცდა.