ისრაელის სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
ისრაელის სამეფო (ივრ. ממלכת ישראל მამლეხეთ ისრაელ) — ძველი ებრაული სამეფო, დაარსებული მეფე საულის მიერ ძვ. წ. XI საუკუნეში. საული და მისი სამი ვაჟი ბრძოლაში დაიღუპნენ. ტახტი დავითმა დაიკავა, რომელმაც განაგრძო წარმატებული ლაშქრობები მეზობლების წინააღმდეგ და მნიშვნელოვნად გააფართოვა ქვეყნის საზღვრები.