იუგოსლავიის დაშლა
From Wikipedia, the free encyclopedia
იუგოსლავია იყო მრავალეროვანი სახელმწიფო, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულამდე იყო გადაჭიმული. იუგოსლავიის ეს სივრცე ეთნიკური კონფლიქტების მხრივ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევას წარმოადგენს მსოფლიო ისტორიაში. სულ რამდენიმე ათწლეულს გასტანა 6 რესპუბლიკისა და 2 ავტონომიური პროვინციის ერთობამ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური კონფლიქტების შედეგად ეს ფედერაციული გაერთიანება 5 სხვადასხვა სახელმწიფოდ დაიშალა და იმისდა მიხედვით, თუ დღეს ვინ, ან როგორ (რა კრიტერიუმით) დათვლის ამ სახელმწიფოებს, შეიძლება 6, ან 8 სახელმწიფო მივიღოთ. ესენია: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო, სერბია და კიდევ 2 ავტონომიური პროვინცია: კოსოვო და ვოევოდინა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იუგოსლავიის დაშლა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იუგოსლავიის დაშლა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ომის გამომწვევ ძირითად მნიშვნელოვან ფაქტორებად ანალიტიკოსები შემდეგს ასახელებენ:
- 1. სამოქალაქო ომს მეორე მსოფლიო ომის დროს,
- 2. დიდი სერბეთის იდეასა და
- 3. პანსლავიზმს.
ამავდროულად, ყველაზე დიდ პრობლემად რჩებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელიც ეთნიკური თვალსაზრისით მეტად ჭრელ რეგიონს წარმოადგენდა: 44 % მუსლიმი, 33 % სერბი და ხორვატი და სხვა უმცირესობები.
1991 წელს ევროპის თანამეგობრობის მიერ ინიციირებული ბადენტერის კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იუგოსლავია დაიშალა.