იუგოსლავიის სახალხო არმია
From Wikipedia, the free encyclopedia
იუგოსლავიის სახალხო არმია შეიქმნა იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის მეთაურობით მეორე მსოფლიო ომის დროს 1941–1945 წლებში, როგორც ანტიფაშისტური წინააღმდეგობის შეიარაღებული ნაწილი.
ომის შემდეგ ეს ერთეულები რეგულარულ არმიად ჩამოყალიბდა და იდგა კომუნისტური იდეოლოგიაზე. (ასე მაგალითად 1990 წელს ოფიცერთა 96 % და იქ დაკავებულ სამოქალაქო მოსამსახურე პირთა დაახლოებით ნახევარი იუგოსლავიის კომუნისტთა კავშირის წევრი იყო.)
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დაარსებისას საბჭოთა მოდელის მიხედვით პოლიტკომისრები თანამდებობები 1953 წლისათვის გაუქმებული იყო, ინას პოლიტიკური საქმიანობა მაინც უჩვეულოდ ინტენსიური იყო.
ინა ჯერ კიდევ 1980–იან წლებში 240.000 ჯარისკაცისაგან შედგარ ლაშქარს წარმოადგენდა; ჯარი 190.000 კაცი, სამხედრო–საჰაერო ძალები 37.000, საზღვაო ძალები 13.000). ამას ემატებოდა 500.000 რეზერვისტები, დაახლ. 1 მილიონი "ტერიტორიული თავდაცვის" (ტერიტორიალნა ობრამბა – TO) წევრი და დაახლ. 2 მილიონი კაცი "სამოქალაქო თავდაცვაში". სამხედრო სავლდებულო სამსახურის ვადა 15 თვეს შეადგენდა.
1990–იანი წლების დასაწყისში ინა სიძლიერით მსოფლიოს მეოთხე არმიად ითვლებოდა.