იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები სლოვენიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
2013 წლის მონაცემებით სლოვენიაში 3 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 981 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 0,3 % სლოვენიის ძეგლებია. ერთი ობიექტი სიაში შეტანილია ბუნებრივი კრიტერიუმებით, ხოლო ორი კულტურული კრიტერიუმებით.
გარდა ამისა იუნესკოს საცდელ სიაში კანდიდატის სტატუსით შეტანილია 3 ძეგლი[1]. სლოვენიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენცია მიიღო 1992 წლის 5 ნოემბერს[2], თუმცა პირველი ობიექტი სიაში შეიტანეს 1986 წელს, მაშინ როდესაც ქვეყანა იუგოლავიის ნაწილს წარმოადგენდა.