იუნესკოს წევრი ქვეყნების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
იუნესკო გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.[1]
2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, იუნესკოს წევრია 193 სახელმწიფო და 8 ასოცირებული წევრი[2][3][4] გარდა დამოუკიდებელი ქვეყნებისა იუნესკოს წევრები არიან დამოკიდებული ტერიტორიებიც.[5] 2011 წლის 31 ოქტომბერს, პალესტინამ მიიღო იუნესკოს წევრის სტატუსი, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევა იუნესკოს წესდების რატიფიკაციის შემდეგ.[6]