იუსტაინ გორდერი
From Wikipedia, the free encyclopedia
იუსტაინ გორდერი (Jostein Gaarder) — ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფიის გამავრცელებელი, საბავშვო მოთხრობებისა და წიგნების ავტორი. მისი წიგნები მრავალ ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული ათეულობით მილიონ ეგზემპლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
იუსტაინ გორდერი | |
---|---|
ნორვ. Jostein Gaarder | |
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1952(1952-08-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (71 წლის) |
დაბადების ადგილი | ოსლო[13] [4] |
საქმიანობა | მასწავლებელი, რომანისტი, ფილოსოფოსი, საბავშვო მწერალი და სცენარისტი |
ენა | ნორვეგიული ენა |
მოქალაქეობა | ნორვეგია[4] [14] |
ალმა-მატერი | ოსლოს უნივერსიტეტი და Oslo Cathedral School |
ჟანრი | პოეზია |
Magnum opus | ბანქოს საიდუმლო და სოფის სამყარო |
ჯილდოები | წმინდა ოლაფის ორდენის კომანდორი, Norwegian Booksellers' Prize, პერ გიუნტის ლიტერატურული პრემია, სასკოლო ბიბლიოთეკარების ასოციაცია, ბრაგის საპატიო პრემია, Q1667584?, Riksmålsforbundets barne- og ungdomsbokpris[15] და Q1733763? |
გორდერის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად „სოფის სამყარო“ იქცა, რომელსაც აქვს ქვესათაური „რომანი ფილოსოფიის ისტორიის შესახებ“. ეს რომანი 53 ენაზე იქნა გადათარგმნილი და დაბეჭდილი ეგზემპარების რაოდენობა ოცდაათ მილიონს აღწევს; მხოლოდ სამი მილიონი კი გერმანიაში გაიყიდა.
ქართულად ნათარგმნია ასევე მისი „ფორთოხლის გოგონა“.
1997 წელს გორდერმა ცოლთან, სირი დანევიგთან ერთად დააფუძნა „სოფის პრემია“, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა „ეკოლოგიისა და გავითარების“ სფეროში მიღწევებისთვის. ფულადი ჯილდო კი ასი ათას აშშ დოლარს შეადგენს.
2005 წელს იუსტაინი დაჯილდოებულ იქნა ნორვეგიის წმინდა ოლაფის სახელობის სამეფო ორდერით და იმავე წლის ბოლოს მიიღო საპატიო წოდება თრინიტი-კოლეჯში (დუბლინი, ირლანდია).