იუჯინ დებსი
From Wikipedia, the free encyclopedia
იუჯინ ვიქტორ დებსი (დ. 5 ნოემბერი, 1855 – გ. 20 ოქტომბერი, 1926) — ამერიკელი სოციალისტი პოლიტიკოსი და პროფესიული კავშირის წევრი, მსოფლიოს ინდუსტრიული მუშების (IWW) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. ხუთჯერ იყარა კენჭი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად სოციალისტური პარტიიდან.[1] პრეზიდენტის კანდიდატობის, ასევე მისი ჩართულობის გამო მუშათა მოძრაობებში, დებსი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალისტი.
იუჯინ ვიქტორ დებსი | |
---|---|
ინგლ. Eugene V. Debs | |
დაბადების თარიღი | 5 ნოემბერი, 1855 |
დაბადების ადგილი | ტერე-ჰოტი, ინდიანა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 20 ოქტომბერი, 1926 (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ელმჰარსტი, ილინოისი, აშშ |
მოქალაქეობა | ამერიკელი |
პარტია |
დემოკრატიული (1894 წლიდან) სოციალ-დემოკრატიული (1897–1898) სოციალისტური (1901–1926) |
მეუღლე/ები | ქეით მეთცელი |
ჯილდოები | შრომის საპატიო დარბაზი |
მისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში დებსი იყო დემოკრატიური პარტიის წევრი. 1884 წელს იგი აირჩიეს ინდიანას გენერალური ასამბლეის დემოკრატად. რამდენიმე პატარა კავშირთან მუშაობის შემდეგ, მათ შორის ლოკომოტივის მეხანძრეების საძმო, დებმა დიდი წვლილი შეიტანა ამერიკული რკინიგზის კავშირის (ARU) დაარსებაში. ეს კავშირი იყო ერის ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული კავშირი. მას შემდეგ რაც პულმანის სასახლის მანქანების კომპანიის მუშებმა ორგანიზება გაუწიეს „გარეული კატების“ გაფიცვას 1894 წლის ზაფხულში, ბედსმა ბევრი შეიყვანა ARU-ში. პულმანის მანქანების გაფიცვას ეროვნული მნიშვნელობა მიანიჭა დებმა ARU-სთან ერთად, ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ მათ რკინიგზას. ამ მოძრაობამ დიდი ზეგავლენა მოახდინა დეტროიტის დასავლეთის სარკინიგზო ხაზებზე, მასში ჩართული იყო 27 შტატის დაახლოებით 250 000-მდე მუშა. ფოსტის მუშაობის გაგრძელების მიზეზით პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების არმია, რათა დაეშალა გაფიცვა. ვინაიდან დებსი იყო ARU-ს ლიდერი, მას ბრალი წაუყუნეს ბოიკოტის მოწყობის ბრალდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ, რის გამოც იუჯინმა ციხეში გაატარა ექვსი თვე.
ციხეში დებსი კითხულობდა სხვადასხვა ნაშრომებს სოციალური თეორიის საკითხებზე და ექვსი თვის შემდეგ გახდა საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის აქტივისტი. დებსი იყო ამერიკის სოციალურ-დემოკრატიული პარტიისა (1898) და ამერიკის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი წევრი (1901).
დებსმა ხუთჯერ იყარა კენჭი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად სოციალისტური პარტიიდან. 1900 წელს (მოიპოვა ხმების 0.6%), 1908 (3.0%), 1908 (2.8%), 1912 (6.0%) და 1920 (3.4%). ის ასევე 1916 წელს დაასახელეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კანდიდატად მშობლიური ინდიანას შტატიდან.