კავკასიური როჭო
From Wikipedia, the free encyclopedia
კავკასიური როჭო (ლათ. Lyrurus mlokosiewiczi, Tetrao mlokosiewiczi) — ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. აღმოჩენილია ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე 1875 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მლოკოსიევიჩის მიერ. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ და ლაგოდეხში 700-მდე ინდივიდი ბინადრობს.
სწრაფი ფაქტები კავკასიური როჭო, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კავკასიური როჭო | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Lyrurus mlokosiewiczi | ||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22679483 | ||||||||
|
დახურვა