კანადის ჰიმნი
From Wikipedia, the free encyclopedia
კანადის ჰიმნია „O Canada“. კანადაში ორი ოფიციალური ენაა – ფრანგული და ინგლისური. შესაბამისად არსებობს ჰიმნის ორი ტექსტი, თუმცა არც ერთი არაა მეორის თარგმანი.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, აგრეთვე ცნობილი როგორც ...
ქვეყანა | კანადა |
---|---|
აგრეთვე ცნობილი როგორც |
ფრანგ. Ô Canada ინუკტ. Uu Kanata |
ტექსტის ავტორი |
Adolphe-Basile Routhier (French, 1880) Robert Stanley Weir (English, 1908) |
მუსიკის ავტორი | Calixa Lavallée, 1880 წელი |
შემოღებულ იქნა | 1980 წელი |
დახურვა
პირველად კანადის ჰიმნი შესრულდა 1880 წლის 24 ივნისს. იმ დროისთვის არსებობდა მხოლოდ ფრანგული ვარიანტი და ეწოდებოდა „ერის სიმღერა“ (ფრანგ. Chant Nationale). 1908 წელს შეიქმნა ინგლისური ტექსტი. ოფიციალურად „O Canada“ ჰიმნად გამოცხადდა 1980 წლის 1 ივლისს.