კარელ ჩაპეკი (Karel Čapek), (დ. 9 იანვარი, 1890, მალე-სვატონიოვიცე ― გ. 25 დეკემბერი, 1938, პრაღა) — XX საუკუნისჩეხი მწერალი. მისი გამოგონილია სიტყვა „რობოტი“, რომელიც პირველად გაჩნდა მის ნაწარმოებში R. U. R. (Rossum's Universal Robots). მეორე ნაწარმოებში, სალამანდრების ომი, ჩაპეკი შავი იუმორით ხატავს თავისი დროის გეოპოლიტიკას და მასხრად იგდებს ნაციონალ-სოციალიზმს. ამის გამო ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის დაკავების პირველივე დღეებში გესტაპოს დაავალა ჩაპეკის დაპატიმრება, მაგრამ ამ პერიოდისთვის მწერალი უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო, ამიტომ მის ძმას, ჟოზეფს მოუწია საკონცენტრაციო ბანაკში სიცოცხლის დასრულება.