კარლოს სანტანა
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლოს აუგუსტო ალვეს სანტანა (დ. 20 ივნისი, 1947) — გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი, რომელიც გამოდის ფსევდონიმით სანტანა. იგი პოპულარული გახდა 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების ბოლოს, ჯგუფთან სანტანა ერთად, რომელიც როკის, სალსას და ჯაზ ფიუჟენ სინთეზს უკრავდა (იგი ითვლება ამ შერეული ჟანრის პიონერად). კარლოს სანტანას კარიერამ ჯგუფთან, სოლო და თანამშრომლობების სახით რამდენიმე ათეული წელიწადი მოიცვა. 1999 წელს მან გამოსცა დუეტების დისკი Supernatural, რომლითაც მეინსტრიმულ ტალღაში მოექცა და პოპულარული გახდა ახალგაზრდა თაობაში. თითქმის იგივე წარმატება წილად ხვდა შემდეგ ალბომებს. 2010 წელს გამოიცა მისი დისკი Guitar Heaven: Santana Performs the Greatest Guitar Classics of All Time, ცნობილი როკ-სიმღერების ქავერ-ვერსიებით.
კარლოს სანტანა | |
---|---|
კარლოს სანტანა 2011 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 20 ივლისი, 1947 (1947-07-20) (76 წლის) |
დაბ. ადგილი | Autlán de Navarro |
წარმოშობა | აუტლან დე ნავარო, ხალისკო, მექსიკა |
ჟანრ(ებ)ი | ლათინური როკი, ბლუზ როკი, ჯაზ ფიუჟენი, მძიმე როკი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1966 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | RCA,[1] Arista, Polydor, Columbia, Polygram, CBS |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
PRS Santana II Yamaha SG2000 Devadip Yamaha SG175 Gibson SG | |
საიტი | |
კარლოს სანტანა ვიკისაწყობში |
კარლოს სანტანას მიღებული აქვს 10 გრემის და 3 ლათინური გრემის ჯილდო.