კარლ ფონ ოსეცკი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ ფონ ოსეცკი (გერმანულად: [kaʁl fɔn ɔ.ˈsi̯ɛt͡s.kiː] ( მოსმენა); დ. 3 ოქტომბერი1889 — გ. 4 მაისი1938) — გერმანელი ჟურნალისტი და პაციფისტი. მას 1935 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, მისი სამუშაოსთვის გერმანიის საიდუმლო, ხელახალი შეიარაღების გამოვლენაში.
კარლ ფონ ოსეცკი | |
---|---|
გერმ. Carl von Ossietzky | |
დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1889(1889-10-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | ჰამბურგი[11] |
გარდაცვალების თარიღი | 4 მაისი, 1938(1938-05-04)[11] [2] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] (48 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი[11] |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია |
მამა | Carl Ignatius von Ossietzky[12] |
დედა | Rosalie von Ossietzky[12] |
მეუღლე/ები | Maud von Ossietzky |
შვილ(ებ)ი | Rosalinde von Ossietzky-Palm |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[13] [14] |
ჟურნალ Die Weltbühne-ის მთავარი რედაქტორის, ოსეცკის გამოქვეყნებული სერია 1920-იანი წლების ბოლოს, დეტალურად აღწერდა გერმანიის მიერ საჰაერო ძალების აღდგენით ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობების დარღვევებს და მფრინავთა სასწავლო წვრთნას საბჭოთა კავშირში. იგი 1931 წელს გაასამართლეს ღალატისა და ჯაშუშობისთვის და თვრამეტი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო 1932 წლის დეკემბერში. ოსეცკი, ნაცისტური ძალის აღზევების შემდეგაც განაგრძობდა გერმანიის მილიტარისტული პოლიტიკის კრიტიკას. 1933 წლის რაიხსტაგის ხანძრის შემდეგ, ოსეცკი კვლავ დააპატიმრეს და გაგზავნეს ესტერვეგენის საკონცენტრაციო ბანაკში, ოლდენბურგთან ახლოს. 1936 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის განმტკიცებისთვის, მაგრამ პრიზის მისაღებად გამგზავრება ვერ შეძლო.
მრავალწლიანი წამების და სასტიკად მოპყრობის შემდეგ სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებში, ოსეცკი დაავადდა ტუბერკულოზით და გარდაიცვალა 1938 წელს ბერლინის ჰოსპიტალში.