კარლ VIII
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ VIII, კარლ კნუტსონი (შვედ. Karl Knutsson; დ. 1408 ან 1409, უფსალა, — გ. 15 მაისი, 1470, სტოკჰოლმი) — შვედეთის მეფე ბუნდეს საგვარეულოდან, ხანგამოშვებით მეფობდა 1448 წლიდან გარდაცვალებამდე. 1449-1450 წლებში ასევე მართავდა ნორვეგიას. წარმოადგენდა დანიის მოწინააღმდეგე და სავაჭრო ურთიერთობებზე ორიენტირებული შვედური არისტოკრატიის ინტერესებს; უპირისპირდებოდა ძველ, ტრადიციულ მიწათმფლობელ ფეოდალთა კლასს, რომელიც დანიასთან პიროვნულ უნიას უჭერდა მხარს. ოპონენტებმა ორჯერ შეძლეს კარლის ტახტიდან გადაყენება, თუმცა საბოლოოდ მან მოახერხა მეფობის დაბრუნება. ბევრი ისტორიკოსი კარლის კონფლიქტებით სავსე ზეობის პერიოდს გუსტავ I ვაზას მიერ XIV საუკუნის დასაწყისში აღორძინებული შვედური ეროვნული სახელმწიფოებრიობის წინამორბედად თვლის.
კარლ VIII | |
---|---|
შვედეთის მეფე | |
კორონაცია: | 29 ივნისი, 1448, უფსალა |
მმართ. დასაწყისი: | 20 ივნისი, 1448 |
მმართ. დასასრული: | 15 მაისი, 1470 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1408/1409 |
დაბ. ადგილი: | უფსალა, შვედეთი |
გარდ. თარიღი: | 15 მაისი, 1470 |
გარდ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
დინასტია: | ბუნდე |
მამა: | კნუტ თორდსონი (ბუნდე) |
დედა: | მარგარეტ კარლსდოტერი (ტოფტა) |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კარლ კნუტსონი ტრადიციულად მეფე კარლ VIII-ის სახელითაა ცნობილი, თუმცა, სინამდვილეში, მეორე კარლი იყო, რომელიც შვედეთის ტახტზე იჯდა. რიგითი ნომერი მას XVII საუკუნის დასაწყისში რეტროსპექტულად მიენიჭა, ვინაიდან კარლ IX-მ (ზეობდა 1604-1611) ათვლა შვედეთის მითიური მეფეებიდან დაიწყო (პირველი ექვსი კარლი ისტორიული წყაროებისთვის უცნობია იოჰან მაგნუსის XVI საუკუნეში შექმნილ თხზულებამდე).[1][2]