კასტილია და ლეონი
From Wikipedia, the free encyclopedia
კასტილია და ლეონი (ესპ. Castilla y León) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება 1983 წლიდან. მოიცავს 9 პროვინციას : 5 ძველ ლეონში შედიოდა (ლეონი, პალენსია, სალამანკა, ვალიადოლიდი, სამორა) და 4 ძველ კასტილიაში (ავილა, ბურგოსი, სეგოვია, სორია).
- ფართობი — 94 223 კმ²
- მოსახლეობა — 2 424 395 (2017 წლის მონაცემებით)
- ადმინისტრაციული ცენტრი — ვალიადოლიდი.
- საკანონმდებლო ორგანო — 84 წევრიანი კორტესი.