კეთრინ გრეისონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზელმა კეთრინ ელისაბედ ჰედრიკი (ინგლ. Zelma Kathryn Elisabeth Hedrick; დ. 9 თებერვალი, 1922, ჩრდილოეთ კაროლინაში, უინსტონ-სალემში. აშშ — გ. 17 თებერვალი, 2010) — ამერიკელი მსახიობი და კოლორატურა სოპრანო.[1]
კეთრინ გრეისონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 თებერვალი, 1922 ვინსტონ-სეილი, ჩრდ კაროლინა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 17 თებერვალი, 2010 (88 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1941 – 1998 |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 1 |
თორმეტი წლის ასაკიდან გრეისონი ვარჯიშობდა საოპერო სიმღერაში. მან ხელშეკრულება გააფორმა Metro-Goldwyn-Mayer– სთან 1940 – იანი წლების დასაწყისში და მალევე შექმნა კარიერა ძირითადად მიუზიკლში მუშაობით. რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლის შემდეგ, იგი იყო მთავარი როლის შემსრულებელი ისეთ ფილმებში, როგორიცაა Thousands Cheer (1943), Anchors Aweigh (1945) ფრენკ სინატრასთან და ჯინ ქელისთან ერთად, და Show Boat (1951) და Kiss Me Kate (1953), ჰოვარდ ქილთან ერთად როდესაც კინემატოგრაფიული წარმოება შემცირდა, იგი მუშაობდა თეატრში, გამოჩნდა Camelot-ში(1962–1964). ათწლეულის შემდეგ მან შეასრულა რამდენიმე ოპერა, მათ შორის La bohème, Madama Butterfly, Orpheus in the Underworld და La traviata.[2]