კელნის მთავარი სადგური
From Wikipedia, the free encyclopedia
კელნის მთავარი სადგური (გერმ. Köln Hauptbahnhof) — ქალაქ კელნის უმთავრესი სარკინიგზო ცენტრი, რომელიც ქალაქის ცენტრში, კელნის საკათედრო ტაძართან მდებარეობს. სადგურს ყოველდღიურად დაახლოებით 280 000 მგზავრი იყენებს და იგი გერმანიაში ჰამბურგის, მიუნხენის, მაინის ფრანკფურტისა და ბერლინის შემდეგ მეხუთე ყველაზე ხშირად გამოყენებად სადგურად ითვლება.