კენ ტომფსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
კენეთ ლეინ ტომფსონი (დ. 4 თებერვალი, 1943) — კომპიუტერული მეცნიერებების ამერიკელი მკვლევარი, პროგრამისტი. ცხოვრების დიდი ნაწილი ტომფსონმა Bell Labs-ში მუშაობას დაუთმო, სადაც მან შეიმუშავა და დანერგა პირვანდელი Unix ოპერაციული სისტემა. გარდა ამისა, მან შეიმუშავა პროგრამირების B ენა, რომლის საფუძველზე შემდგომ შეიქმნა პროგრამირების С ენა. იყო ოპერაციული სისტემა Plan 9-ის შემქნელი და ადრეული შემმუშავებელი. 2006 წლიდან მუშაობდა კომპანია Google-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო Go პროგრამირების ენის შექმნაში.
კენ ტომფსონი | |
---|---|
ინგლ. Kenneth Lane Thompson | |
| |
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1943(1943-02-04) (81 წლის) |
დაბ. ადგილი | ახალი ორლეანი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | პროგრამისტი და ინფორმატიკოსი |
მუშაობის ადგილი | Bell Labs და Google |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ტიურინგის პრემია[1] [2] , ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეროვნული მედალი[3] , ჰაროლდ პენდერის პრემია[4] , IEEE Emanuel R. Piore Award[5] , Tsutomu Kanai Award, Computer History Museum fellow, Computer Pioneer Award[6] , ACM Software System Award[7] , რიჩარდ ჰემინგის მედალი[8] , იაპონიის პრემია[9] და ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი |
საიტი | cs.bell-labs.co/who/ken/ |
სხვა გამოჩენილ წვლილს შორის, აღსანიშნავია კენ ტომფსონის მიერ რეგულარულ გამოსახულებებზე მუშაობა, ადრეული კომპიუტერული ტექსტური რედაქტორების QED-ისა და ed-ის შემუშავება, კოდირების UTF-8-ის განსაზღვრება. მუშაობდა კომპიუტერულ ჭადრაკზე, რომლის ფარგლებში შეიქმნა საჭადრაკო დაბოლოებების ცხრილური ბაზები და საჭადრაკო მანქანა Belle.