კეპლერ-16 b
From Wikipedia, the free encyclopedia
კეპლერ-16 b (ფორმალურად კეპლერ 16 (AB)-b) — ეგზოპლანეტა. მისი მასა თითქმის სატურნის მასას უდრის. პლანეტის ნახევარი გაზია, დანარჩენი ნაწილი კი- ყინული და კლდე[1]. ის ბრუნავს ორმაგი ვარსკვლავის -კეპლერ 16-ის ირგვლივ და ერთ ბრუნს 229 დღეს ანდომებს[2].
„ ის არის ნათელი მაგალითი იმ პლანეტებისა, რომელებიც ბრუნავენ არა ერთი, არამედ ორი ვარსკვლავის ირგვლივ.“ | |
კეპლერ-16 b | ||||
---|---|---|---|---|
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | ლორენს დოილი | |||
აღმოჩენის თარიღი | 09.15.2011 | |||
აღმოჩენის მეთოდი | ტრანზიტული მეთოდი | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.0069 ± 0.0015 | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
საშუალო რადიუსი | 0.7538 ± 0.0025 MJ | |||
მასა (m) | 0.333 ± 0.015 MJ | |||
საშუალო სიმკვრივე () | 0.964 ± 0.047 გ/სმ3 | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) | 14.52 ± 0.7 მ/წმ2 | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | 170–200 K | |||
| ||||
|
— განაცხადა ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკური ცენტრის, კეპლერ-16 b-ს აღმომჩენი გუნდის ლიდერმა ჯოშ კარტერმა[3]. კეპლერ-16 b აღმოაჩინეს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპით[4]. მეცნიერები იყენებდნენ ტრანზიტულ მეთოდს, როცა მათ შეამჩნიეს, რომ სისტემის ერთი ვარსკვლავი ანათებდა, მეორე კი არა[4].
„ მე მჯერა, რომ ეს პლანეტა, რომელიც მზის სისტემის. გარეთ მდებარეობს, ყველაზე კარგადაა გაზომილი“ | |
— თქვა კეპლერ-16 b-ს აღმომჩენი გუნდის ლიდერმა, ლორენს დოილმა SETI-ს ინსტიტუტიდან. კეპლერ-16 b უჩვეულოა იმით, რომ მისი ორბიტა მცირეა რადიუსზე, რომელიც ითვლებოდა შინაგან საზღვრად პლანეტის ფორმირებისთვის. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პლანეტების ექსპერტის სარა სიგერის თანახმად, იმისათვის, რომ პლანეტას ჰქონდეს სტაბილური ორბიტა მსგავსი სისტემებში, პლანეტა ვარსკვლავიდან დაშორებული უნდა იყოს მინიმუმ 7-ჯერ უფრო დიდი მანძილით, ვიდრე ამ ვარსკვლავებს შორის მანძილია. Kepler-16 b-ის ორბიტა მდებარეობს ამ მანძილის თითქმის ნახევარზე. 2014 წლიდან ვერ დავინახავთ პლანეტის ერთ-ერთ ვარსკვლავს, ხოლო უფრო კაშკაშა ვარსკვლავს 2018 წლიდან ვერ ვნახავთ. ამის შემდეგ ამ პლანეტების აღმოჩენა შეუძლებელი იქნება ტრანზიტული მეთოდით 2042 წლამდე. Kepler-16 b მოძრაობს სასიცოცხლო ზონის ახლო გარე კიდეზე[5], მაგრამ ის მაინც გაზის გიგანტია, რომლის ტემპერატურა მერყეობს- 100°C -დან -70 °C-მდე.