კერალას ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კერალას ტურიზმი — კერალა, შტატი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთის ტროპიკულ მალაბარის სანაპიროზე, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. National Geographic Traveller-ის მიერ დასახელებული მსოფლიოს ათი სამოთხიდან ერთ-ერთი, კერალა ცნობილია ეკოტურიზმის ინიციატივებითა და ლამაზი ტბებით. მისმა უნიკალურმა კულტურამ და ტრადიციებმა, მრავალფეროვანმა დემოგრაფიამ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცია მსოფლიოში. ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც 13,31%–იანი ტემპით იზრდება, შტატის ეკონომიკაში მთავარი წვლილი შეაქვს. [1]
1980-იანი წლების დასაწყისამდე კერალა შედარებით უცნობი ადგილი იყო, რადგან ტურისტული ადგილების უმეტესობა ქვეყნის ჩრდილოეთით იყო კონცენტრირებული. კერალას ტურიზმის განვითარების კორპორაციის მიერ დაწყებულმა მარკეტინგულმა კამპანიამ (სამთავრობო სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის ტურიზმის პერსპექტივებს) საფუძველი ჩაუყარა ტურიზმის ინდუსტრიის ზრდას. შემდეგ ათწლეულებში კერალას ტურიზმი გარდაიქმნა ინდოეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვან დასასვენებელ ადგილად. კერალა ღმერთის ქვეყანა გახდა გლობალური სუპერ-ბრენდი. [2] 2010 წელს კერალამ 660,000 უცხოელი ტურისტი მიიღო. [3]
შტატის ტურიზმის დღის წესრიგი ხელს უწყობს ეკოლოგიურად მდგრად ტურიზმს, რომელიც ფოკუსირებულია ადგილობრივ კულტურაზე, უდაბნოში თავგადასავლებზე, მოხალისეობასა და ადგილობრივი მოსახლეობის პიროვნულ ზრდაზე. ძალისხმევა ხორციელდება ბუნებრივ გარემოზე ტრადიციული ტურიზმისგან გამოწვეული მავნე ზემოქმედების შესამცირებლად და ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული მთლიანობის ასამაღლებლად.