კიევის სამთავრო
From Wikipedia, the free encyclopedia
კიევის სამთავრო (ძვლ. სლვ. Киевское кънѧжьство, რუს. Киевское княжество, უკრ. Київське князівство) — აღმოსავლელი სლავების შუასაუკუნოვანი სამთავრო, რომელიც უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, კიევის მიადამოებში მდებარეობდა. სამთავრო შეიქმნა XII საუკუნეში კიევის რუსეთის ფრაგმენტაციის შედეგად. ამ პროცესის შედეგად კიევის მმართველების ტერიტორია მნიშვნელოვნად შეიკვეცა და ქალაქის ირგვლივ არსებული მიწებით შეიზღუდა. პოლიტიკური ერთეულის სახით XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება.