კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი უკრაინაში / From Wikipedia, the free encyclopedia
კიევის უნივერსიტეტი ან შევჩენკოს უნივერსიტეტი (ოფიციალურად კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი; უკრ. Київський національний університет імені Тараса Шевченка) ― მდებარეობს უკრაინის დედაქალაქში, კიევში. უკრაინის მასშტაბით უდიდესი ეროვნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. კიევის ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოს 650 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.[6] კეუ უკრაინაში მესამე უძველესი უნივერსიტეტია ლვივის უნივერსიტეტისა და ხარკივის უნივერსიტეტის შემდეგ. 2022 წლისთვის უნივერსიტეტი 15 დაწესებულებას (აკადემიურ განყოფილებას) და ხუთ ინსტიტუტს მოიცავს.
Київський національний університет імені Тараса Шевченка | |
---|---|
დევიზი | Utilitas honor et gloria, Utility Honor and Glory, Користь, честь і слава და სარგებელი, პატივი და დიდება |
დაფუძნდა | 1834 |
ატარებს სახელს | ტარას შევჩენკო |
დამფუძნებელი (-ები) | ნიკოლოზ I |
ტიპი | საჯარო უნივერსიტეტი, კვლევითი უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[1] და არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
რექტორი | ვოლოდიმირ ბუჰროვი |
სტუდენტი | 25 000 |
მდებარეობა | კიევი |
ქვეყანა | უკრაინა[1] |
კავშირები | უნივერსიტეტების დიდი ქარტია, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Enterprise Europe Network, ORCID[3] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[4] და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია[5] |
აფილაცია | უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია |
http://www.univ.kiev.ua/ |
უნივერსიტეტი 1834 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დააარსა,[7] როგორც კიევის ვლადიმირ I დიდის საიმპერიო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კეუ კავშირის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იყო, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: ნიკოლაი ბუნგე, მიხაილ დრაგომანოვი, მიხეილ გრუშევსკი, ნიკოლაი ბერდიაევი, მიხაილ ბულგაკოვი, ივან შმალჰაუზენი, ფეოდოსი დობრაჟანსკი, ვიაჩესლავ ჩორნოვილი, ლეონიდ კრავჩუკი და სხვ.