კილიმანჯაროს ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
კილიმანჯაროს ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ტანზანიაში. მდებარეობს ეკვატორიდან 200 მილით სამხრეთით[1], ქალაქ მოშის სიახლოვეს. პარკი მოიცავს 753 კმ² ტერიტორიას, მის ცენტრში აღმართულია კილიმანჯაროს მთა.
სწრაფი ფაქტები კილიმანჯაროს ეროვნული პარკი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
კილიმანჯაროს ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ეროვნული პარკის შესასვლელი | |
ქვეყანა | ტანზანია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 3°04′00″ ს. გ. 37°22′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 403 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
1910-იან წლებში, კილიმანჯაროს მთა და მისი ტყეები გერმანიის კოლონიური მთავრობის მიერ სპორტული ნადირობის ნაკრძალად იქნა გამოცხადებული. 1921 წელს კი გაფორმდა როგორც ტყის ნაკრძალი.
1973 წელს, მთა მესამე ხაზის ზემოთ (დაახლოებით 2 700 მ. ზღვის დონიდან) ეროვნულ პარკად გაფორმდა, 1977 წელს კი საზოგადოებისთვის ღიად გამოცხადდა. 1987 წელს პარკი შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
პარკს ტანზანიის ეროვნული პარკების სააგენტო მართავს.[2]