კლიმატის ცვლილება
From Wikipedia, the free encyclopedia
კლიმატის ცვლილება — დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში. წარსულში გლობალური კლიმატური ცვლილებები შეეხო დედამიწის ხმელეთის დიდ უბნებს; ცვლილებები თანადროულ დროშიც გრძელდება. დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასობით მილიონ წელს.
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს მეცნიერების სპეციფიკური დარგი — პალეოკლიმატოლოგია.