კოლხიდა (დაბა)
დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
კოლხიდა[1][2] (აფხ. Ԥсахара[3] [ფსახარა]) — დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალპიისკოე, გაგრაფსტა, გრუზინსკოე-უშჩელიე, ზემო ხევი, ოტრადნოე). მდებარეობს გაგრის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვოს დონიდან 20 მ, გაგრიდან 7 კმ.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოლხიდა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დაბა | |
---|---|
კოლხიდა აფხ. Ԥсахара | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 43°15′20″ ჩ. გ. 40°17′45″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1982 |
ცენტრის სიმაღლე | 20 მ |
მოსახლეობა | 3102 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.