კონგური
From Wikipedia, the free encyclopedia
კონგური — მწვერვალი პამირში, კაშგარის ქედზე. სიმაღლე 7649 მ. მდებარეობს ჩინეთში, სინძიანის ავტონომიურ რაიონში. მეტწილად აგებულია გნაისებითა და გრანიტებით. დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. ჩრდილოეთ კალთებზე მყინვარები ეშვება 3800 მ, ხოლო სამხრეთ კალთებზე 4500 მ-მდე. მწვერვალი დაფარულია ყინულით. არის ძველი გამყინვარების კვლები. ფერდობები უმეტესწილად გაშიშვლებულია, ქვემო სარტყელში არსებულ ხეობებში იზრდება ბუჩქნარები. მწვერვალზე პირველად ავიდა ბრიტანული ექსპედიცია კრის ბონინგტონის ხელმძღვანელობით 1981 წელს.
სწრაფი ფაქტები კონგური ...
კონგური | |
---|---|
კონგური | |
კოორდინატები: 38°35′38″ ჩ. გ. 75°18′48″ ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
სიმაღლე | 7649 მ |
ქედი | კაშგარის ქედი |
დახურვა