კონტის პრინცესა
მრავალმნიშვნელოვანი / From Wikipedia, the free encyclopedia
კონტის პრინცესა (ფრანგ. Princess de Conti) — არისტოკრატიული წოდება XVI-XIX საუკუნის საფრანგეთში, რომელსაც ფლობდნენ კონტის პრინცების მეუღლეები. თანამდებობა შეიქმნა 1582 წელს, თუმცა 1614 წელს გაუქმდა. ამის შემდეგ, 1629 წელს, წოდება აღდგა და არსებობდა 1814 წლამდე. კონტის პრინცზე დაქორწინებული ქალები, კონტის პრინცესის გარდა, ასევე იყვნენ ლა-მარშისა და მარკორის ჰერცოგინიებიც.