კრაგუევაცის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრაგუევაცის უნივერსიტეტი (სერბ. Универзитет у Крагуjeвцу / Univerzitet u Кrаgujеvcu) — საჯარო უნივერსიტეტი სერბეთის ქალაქ კრაგუევაცში. ის დაარსდა 1976 წელს და თავდაპირველად შედგებოდა 12 ფაკულტეტისგან. ის სტუდენტებს სთავაზობს 118 სასწავლო პროგრამას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის, საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებების, ასევე მედიცინის, საინჟინრო მეცნიერებებისა და ხელოვნების დარგებში. 2018-2019 წლების სასწავლო წლის მონაცემებით, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, ასევე გადამზადების კურსებზე ჯამში 14 000 ადამიანი სწავლობდა.[2]
კრაგუევაცის უნივერსიტეტი | |
---|---|
Универзитет у Крагуjeвцу Univerzitet u Кrаgujеvcu | |
დაფუძნდა | 1976 წლის 21 მაისი |
ტიპი | საჯარო |
თანამშრომელი | 1,200 (2019–20)[1] |
რექტორი | ნენად ფილიპოვიჩი |
სტუდენტი | 14 053 (2018–2019)[2][3] |
ბაკალავრი | 11 709 (2018–2019)[3] |
მაგისტრანტი | 1 628 (2018–2019)[3] |
დოქტორანტი | 716 (2018–2019)[3] |
მდებარეობა | 44°01′24″ ჩ. გ. 20°55′19″ ა. გ. |
ქალაქი | კრაგუევაცი |
ქვეყანა | სერბეთი |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[5] |
http://www.kg.ac.rs/ |
კრაგუევაცის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლებით, რომელთაგან ორი ქალაქ კრაგუევაცში, თითო-თითო კი უჟიცეში, ჩაჩაკსა და კრალევოშია განთავსებული. საერთო ჯამში საცხოვრებლებში 1 400-ზე მეტ სტუდენსტს შეუძლია იცხოვროს.[6][7]