კრეატინი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრეატინი (ბერძ. κρέας – ხორცი) — N-მეთილგუანიდინძმრის მჟავა, მისი მოლეკულური მასა არის 113.12 გ/მოლი, დნობის ტემპერატურა კი — 300°C. კარგად იხსნება ცხელ წყალში, ცუდად — სპირტში, არ იხსნება ეთერში. კრეატინი შედის ყველა ხერხემლიანის კუნთებში კრეატინოფოსფორმჟავას სახით. მცირე რაოდენობით გვხვდება ნერვულ ქსოვილებში, სისხლში, ღვიძლში და თირკმელებში. ორგანიზმში კრეატინი წარმოიქმნება ამინომჟავა გლიცინისა და არგინინისაგან.
სწრაფი ფაქტები ზოგადი, ფიზიკური თვისებები ...
კრეატინი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | N-მეთილგუანიდინძმრის მჟავა |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 113.12 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.09 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 300 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 60-27-5 |
PubChem | 26009888 |
SMILES |
|
დახურვა