ლატვია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლატვია (ლატვ. Latvija, ლატგ. Latveja, ლივ. Leţmō), ოფიციალურად ლატვიის რესპუბლიკა (ლატვ. Latvijas Republika, ლატგ. Latvejas Republika, ლივ. Leţmō Vabāmō) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიის რეგიონში.[12][13][14] 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოიხსენიება, როგორც ბალტიის ერთ-ერთი ქვეყანა. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესტონეთი (343 კმ.), სამხრეთით ლიეტუვა (588 კმ.), აღმოსავლეთით რუსეთი (276 კმ.), სამხრეთ-აღმოსავლეთით ბელარუსი (141 კმ.), ხოლო დასავლეთით საზღვაო საზღვარი აქვს შვედეთთან. მოსახლეობა - 1,957,200,[15] ხოლო ტერიტორია - 64,589 კმ2.[16] დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის რიგა; სხვა ძირითადი ქალაებია დაუგავპილსი, ლიეპაია, ელგავა და იურმალა. ხასიათდება ზომიერი სეზონური კლიმატით.[17] ბალტიის ზღვა ქვეყნის კლიმატს შედარებით ზომიერს ხდის, მიუხედავად ამისა ქვეყანას აქვს ოთხი სეზონი თოვლიანი ზამთრით. ტერიტორიით ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა ევროპის კავშირში. ოფიციალური ენა არის ლატვიური, ხოლო ვალუტა — ევრო.
ლატვიის რესპუბლიკა Latvijas Republika ლატვია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Dievs, svētī Latviju! ღმერთი ჰფარავდეს ლატვიას! |
||||||
ლატვიის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | რიგა 56°57′ ჩ. გ. 24°06′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ლატვიური [ა] | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2022[1]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ლატვიელი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ედგარს რინკევიჩსი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | არტურს კრიშიანის კარინიში | ||||
- | სეიმის თავმჯდომარე | ინარა მურნიეცე | ||||
საკანონმდებლო ორგანო | სეიმი | |||||
დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისაგან | ||||||
- | გამოცხადება [ბ] | 18 ნოემბერი, 1918 | ||||
- | აღიარება | 26 იანვარი, 1921 | ||||
- | საბჭოთა ოკუპაცია | 5 აგვისტო, 1940 | ||||
- | ფაშისტური გერმანიის ოკუპაცია | 10 ივლისი, 1941 | ||||
- | ბალტიისპირეთის ოკუპაცია | 1944 | ||||
- | დამოუკიდებლობის გამოცხადება | 4 მაისი, 1990 | ||||
- | დამოუკიდებლობის აღდგენა | 21 აგვისტო, 1991[2] | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 მაისი, 2004 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 64 589 კმ2 (124-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.57 % | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასება | 1 997 500 [3] (148-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 2 070 371[4] | ||||
- | სიმჭიდროვე | 34,3 კაცი/კმ2 (166-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $41.005 მილიარდი[5] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $20 204[5] (49-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $33.731 მილიარდი[5] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $16 620[5] | ||||
ჯინი (2013) | 35.2[6] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.810[7] ძალიან მაღალი · 48-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [გ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +371 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .lv [დ] | |||||
ა. | ^ ლატვიური არის ერთადერთი ოფიციალური ენა.[8][9] ლიეტუვური ითვლება მკვიდრი მოსახლეობის ენად და მას განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი გააჩნია.[10] ლატგალურ დამწერლობასა და ლატვიურ ჟესტების ენას ასევე განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი გააჩნიათ.[11] | |||||
ბ. | ^ ლატვია დე იურე უწყვეტად აგრძელებს 1918 წლის 18 ნოემბრის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. | |||||
გ. | ^ 2014 წლამდე ლატვიური ლატი | |||||
დ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
არის განვითარებული ქვეყანა მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით,[18][19] ხოლო ადამიანის განვითარების ინდექსით იკავებს 39-ე ადგილს.[20] არის ევროპის კავშირის, ევროზონის, ნატოს, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩრდილოეთ-ბალტიის ზღვის, ჩრდილოეთის ინვესტიციური ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. აგრეთვე, არის ევროზონის სრულუფლებიანი წევრი; ევროს, როგორც ვალუტის, გამოყენება, ლატვიური ლატის მაგივრად, დაიწყო 2014 წლის 1 იანვარს.[21]