ლენა ეკი
შვედი პოლიტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
ლენა მარგარეტა ეკი, დაბადებით ჰემინგსონი (შვედ. Lena Margareta Ek, დ.16 იანვარი, 1958 კალმარი, შვედეთი) — შვედი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი, შვედეთის ცენტრის პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრი, გარემოს დაცვის მინისტრი 2011-2014 წლებში. ადრეულ წლებში მუშაობდა შვედეთისა და ევროპის პარლამენტში[1]. იგი ასევე მუშაობდა შვედეთის სტუდენტურ კავშირში.
სწრაფი ფაქტები შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ლენა ეკი | |
შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 სექტემბერი, 2011 – 3 ოქტომბერი, 2014 | |
დაბადებული | 16 იანვარი, 1958 (1958-01-16) (66 წლის) |
დახურვა
2014 წლის შვედეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი კვლავ დეპუტატი გახდა, თმცა მხოლოდ ერთი წლით, რადგანაც 2015 წლის 31 ივლისს თანამდებობიდან გადადგა. რიქსდაგში ის იკავებდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილს.