ლესელიძე (დაბა)
დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ლესელიძე[3][4] (აფხ. Гьечрыԥшь[5] [გჲეჩრჷფშ]; ყოფილი ერმოლოვსკი — გადაერქვა 1944 წლის 1 ივნისს[6]) — დაბა და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ფსოუს მარცხენა ნაპირზე, მისშესართავთან, რუსეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 6 მეტრზე, გაგრიდან 18 კილომეტრში, სოხუმი-სოჭის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზზე. დაბაში მოქმედებს რკინიგზის ბაქანი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლესელიძე. |
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დაბა | |
---|---|
ლესელიძე აფხ. Гьечрыԥшь | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 43°23′20″ ჩ. გ. 40°01′20″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 3 მ |
მოსახლეობა | 969 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +995 443[1] |
საფოსტო ინდექსი | 6700[2] |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.